Wednesday, June 13, 2012

დიეტა გრძელდება 1თვე

დიეტა გრძეელდება 1 თვე.ყოველი დღე ერთნაირია,ამიტომ ერთ რიგით დღეს აგიღწერთ :)) 

დილა : წყალგარეული მაწონი უშაქროდ 200-300 გრამი
შუადღე (12 საათი - 2 საათი ) : შავი პური ერთი ნაჭერი და მწვანე ჩაი უშაქროდ
მთელი დღის მანძილზე შეგიძლიათ მიირთვათ სადილი,ოღონდ უპუროდ.
შეზღუდეთ : პური,შაქარი,7 საათის შემდეგ ჭამა,ნესვი (ზაფხულში) და ყურძენი (შემოდგომაზე),ასევე ტკბილეული შავი შოკოლადის გარდა.
სასურველია : მიიღოთ სელის თესლის ნაყენი და ნატურალური წვენები
იკლებთ დაახლოებით 7-9 კილოგრამს . 
ნელი,მაგრამ ეფექტური დეიტაა.. შესაძლებელია დაიცვათ როდენის გარეშეც (მე ეგრე ვქენი და 8 კილო დავიკელი ) 
წარმატებებიიი :)))

10 დღეში 9 კილო

პირველი 3 დღე 
მივირთმევთ ყავიან მაწონს
(500 ლ.მაწონში შევურიოთ 1 ყ\\კ ხსნადი ყავა,1 ყ\\კ ნატურალური თაფლი და 1 ც.ლიმონი ჩავაწუროთ).
მე-4 დღე 
ყავის კოქტეილი...რომელიც მზადდება შემდეგნაირად.
1200 წყალი აგუღეთ 1 ლიტრამდე და შეურიეთ 1ს\\კ არაყი,1 ს\\კ ხსნადი ყავა,1 ს\\კ ნატურალური თაფლი და 1 ს\\კ ლიმონის წვენი.
მე-5 დღე
ყავიანი მაწონი
მე-6 დღე 
ყავის კოქტეილი
მე-7-8 დღე 
ყავიანი მაწონი
მე-9 დღე 
ყავის კოქტეილი

გრეიფრუტის დიეტა

ორი მოზრდილი გრეიფრუტი მთელი დღე და მწვანე ჩაი რამდენსაც დალევთ – რაც უფრო მეტს უკეტესია, მინიმუმ 5 ჭიქა.

მთელი დღის მანძილზე მეტი არაფერი.

ჩაი რა თქმა უნდა უშაქროდ.

1 დღეში დაიკლებთ 1 კილოს და 500 გრამს.
გააკეთეთ ყოველ მე-2 დღეს, ხოლო ჭამის დღეებში ეცადეთ მიირთვათ მხოლოდ დიეტური საჭმელი 6 სთ-მდე.

არაჟნის დიეტა

9 დღეში დაიკლებთ 5 კილოს. 
ე.ი. პირველი სამი დღე ჭამთ 1.5კგ არაჟანს ანუ 

პირველი სამი დღე -  დღეში 500გრ არაჟანი .
შემდეგი სამი დღე ჭამთ ბოსტნეულს მხოლოდ შეუზღუდავი რაოდენობით, 
შემდეგი სამი დღე კი ჭამთ მხოლოდ ხილს ასევე შეუზღუდავად.

ამ დიეტის აუცილებელი პირობაა რომ არ ჭამოთ 6 საათის შემდეგ და სვით მხოლოდ გადადუღებული და გაციებული წყალი.
 მე თვითონ გავაკეთე ეს და სასურველი შედეგი მივიღე !

შოკოლადის და ყავის დიეტა

ბავშვობიდან ვიცით, რომ ყველაფერი რაც კი გემრიელია სამწუხაროდ ყველაზე მავნეა ხოლმე. სასარგებლოა თევზის ცხიმი და ბროკოლი. კანფეტები, ფუნთუშები და საღეჭი რეზინი კი რაციონიდან განდევნილი უნდა იყვნენ. გავიზარდეთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეიცვალა. ეხლა გემრიელ საჭმელზე მკაცრი დედები არ გვეუბნებიან უარს-ეს პრეროგატივა ეხლა დიეტოლოგების ხელშია.
ყველა ქალმა, რომელიც დიეტაზე ერთხელ მაინც ყოფილა, იცის, რომ პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ყველაზე გემრიელი: ცომი და ტკბილი. თუმცა ყველაზე ცუდი ესეც არ არის. დიეტოლოგები წმინდაზე წმინდასაც გვართმევენ-ყავას. ყავაზე აურის თქმას ყველა მეტ-ნაკლებად მოდური დიეტა ითხოვს, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს თუ დილა ყავის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია?
ნუ ნერვიულობთ, უახლესმა კვლევებმა კეთილი სახელი ყავას და შოკოლადსაც დაუბრუნეს, რომელთა გარეშეც ცხოვრება თავის ნათელ ფერებს კარგავს.
ამ დიეტის ხანგძლივობა ხუთი-შვიდი დღეა, შესაბამისად წონის დანაკლისი ხუთიდან შვიდ კილოგრამდეა.
დიეტისთვის დაგჭირდებათ ნატურალური დაფქული ყავა(ხსნადი არ გამოდგება) და შავი შოკოლადი(კაკაოს შემცველობა არანაკლებ 50%).
დღიური პროდუქტების ნორმაა 100გრ შოკოლადი, 3 პორცია ყავა და უცხიმო რძე. შოკოლადი სამ პორციაზე უნდა გაყოთ. დილით, შუადღეს და საღამოს 100 გრამიანი ფილის მესამედს მიირთმევთ, 3 საათის შემდეგ ყავას მიირთმევთ-უშაქროდ, მაგრამ რძით. შეგიძლიათ აგრეთვე მიირთვათ არაგაზირებული წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.
წონაში დაკლება გარანტირებულია, ამავე დროს თქვენ თავს სუსტად არ იგრძნობთ.
ეს დიეტა აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებზეა გათვლილი. 
ვაკეთებთ 5-7dge