Wednesday, May 9, 2012

ძილი და მომატება

დადგენილია პირდაპირი კავშირი ძილის ხანგრძლივობასა  და გასუქებას შორის. თურმე ვისაც ცოტა სძინავს, განსაკუთრებით იმატებს წონაში.ვისაც ღამით 4 სთ-ზე ნაკლები სძინავს, გასუქების რისკი 75% - ით მეტი აქვს, ვისაც 7-9 სთ სძინავს. საქმე ისაა, რომ თუ ადამიანს ღამით არ სძინავს, როგორც წესი,ბევრს მიირთმევს და ცოტას მოძრაობს.გასუქების თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ, 7 საათის შემდეგ არ ვჭამოთ, ადრე დავწვეთ, ადრე ავდგეთ, ვიმოძრაოთ და რაც შეიძლება გვიან ვისაუზმოთ.

სამარხვო დიეტა


9–10 საათზე 4 სუფრის კოვზი უკვე მოხარშული ჰერკულესი და 2 ცალი პატარა ზომის მოხარშული კარტოფილი.
12 საათზე – 2ც. ვაშლი ან 1 ცალი ბანანი.
14 საათზე – 200გრ. მოხარშული თევზი ან სოკო + 6 სუფრის კოვზი უკვე მოხარშული წიწიბურა + ბევრი მწვანილი.
17 საათზე – 2ც. ვაშლი.
19 საათზე – 1 თეფში ბოსტნეულის წვნიანი.
ეს ყველაფერი უმარილოდ. დღეში უნდა მიიღოთ 2ლიტრი სითხე უშაქროდ.
2 კვირაში იკლებთ 4 კილოს.

ვაშლისა და კვერცხის დიეტა


. დიეტის აღწერა
ამ დიეტით 2 დღეში ორ კილოგრამის დაკლება შეიძლება. თანაც არა გაქვთ შიმშილის გრძნობა.
დიეტის დასაცავად ორი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ ვაშლი და კვერცხი. სვით მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. დღეში შეგიძლიათ მიიღოთ 5 კვერცხამდე. თუკი ვერ ძლებთ შეგიძლიათ, უკიდურეს შემთხვევაში, დაამატოთ ერთი ნაჭერი პური.

წონაში მოსამატებელი დიეტა

საუზმე
1 ჭიქა ხილის წვენი, დიდი ულუფა შვრიის (ვალბობთ რძეში, ვამატებთ თაფლს, გახეხილ ვაშლსა და ნიგოზს). პურის დიდი ნაჭერი კარაქით და 2-3 ფინჯანი კაკაო. 

ლანჩი (მეორე საუზმე)
200 გრამი ბულიონი და ხილის წვენი. მეორე ვარიანტი: დიდი ბუტერბროდი ძეხვითა და კარაქით, შოკოლადი და 1 ცალი ცხიმიანი იოგურტი.

სადილი
I კერძი: სლათი ბევრი მაიონეზით. ქათმის ბულიონზე დამზადებული ბოსტნეულის სქელი წვნიანი ორცხობილებთან ერთად. II კერძი: ღორის, საქონლის ან ცხვრის ხორცი. გარნირად მაცარონი, კარტოფილი ან ბრინჯი, რომლებიც არაჟნის სოუსითაა შეზავებული ა კარაქშია მომზადებული. და, რა თქმა უნდა, დესერტი. თუ სადილის შემდეგ ყავას სვამთ, დაუმატეთ ნაღები. 

სამხარი
შოკოლადი ან ერთი ულუფა ხორციანი სალათი. შესაძლებელია ხორციანი ან სოკოიანი ღვეზელებიც მიირთვათ. ასევე თაფლიანი ჩაი და ცხელი შოკოლადი.

ვახშამი
2-3 ცალი შემწვარი კარტოფილი და შემწვარი კარტოფილის ულუფა. ან მაკარონი ხორცით, უხვად ყველმოყრილი და სალათის დიდი ულუფა. ბუტერბროდი და ნახევარი ლიტრი ცხიმიანი რძე. 

ძილის წინ
ერთი ჭიქა რძე თაფლით, ვაშლი. 

დღის განმავლობაში
ბანანები, ფინიკი, თხილი, ნიგოზი – შეუზღუდავად.

გერკულესის დიეტა


3 სადილის კოვზი „ჰერკულესი“ ჩაყარეთ მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ყოველ კვებაზე დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალი „ჰერკულესი“. დანარჩენი ნახევარი ხილით უნდა შეავსოთ და მოურიოთ. თუ სიტკბოს გარეშე ვერ მიირთმევთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. 

9 საათზე – ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალ „ჰერკულესში“ აურიეთ 1 ცალი კანიანად გახეხილი „ანტონოვკა“
.
12 საათზე – ამდენივე „ჰერკულესი“ + 1 ცალი წვრილად დაჭრილი გრეიპფრუტი (ცხადია, გაფცქვნილი).

15 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი დაჭრილი ფორთოხალი.

18 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ბანანი.

21 საათზე – „ჰერკულესი“ + 2-3 ცალი დაჭრილი კივი.

გაზაფხულ-ზაფხულში, სასურველია, ეს ხილი სეზონური ხილით ჩაანაცვლოთ. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია კენკრა.

ოხრახუშის დიეტა


დასავლელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ოხრახუშის დახმარებით იოლად შეიძლება წონაში დაკლება. აღმოჩნდა, რომ საკმარისია საკვების მიღებიდან მომდევნო მიღებამდე, შუალედებში ოხრახუშის ნახარში დალიოთ. ამასთან დიეტის დაცვა და ჩვეული რაციონის შეცვლა აუცილებელი არ არის.
ოხრახუშის ნახარშის მომზადება ძალზე იოლია: წვრილად დაჭრილ ოხრახუშს ერთი ჭიქა წყალი დაასხით და 15 წუთი ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ. ნახარში შეგიძლიათ ორი კვირის განმავლობაში მიიღოთ.
ის არა მარტო ზედმეტ კალორიებს ებრძვის, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს. ცნობილია, რომ ოხრახუში აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აქვს შარდმდენი თვისება და აძლიერებს იმუნიტეტს.

სირბილი


სირბილს გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში; დამატებით, კვირაში ორჯერ კი  – ისეირნეთ.
სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა. ასე რომ, ყური უგდეთ საკუთარ სხეულს. ნუ შეუშინდებით მუხლის მაღლა აწევას და ტერფის წინ გაშლას. შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობის შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.
სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ ან სწრაფ სიარულზე გადადით.

სტაფილოს დიეტა


გახეხეთ  1 საშუალო ზომის სტაფილო , აუცილებლად ჩააწურეთ ლიმონის წვენი, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი (დღეში 1 სუფრის კოვზზე მეტის მიღება არ შეიძლება).  ყოველ მიღებაზე შეგიძლიათ  დაამატოთ ერთ ერთი ხილი (ვაშლი, კივი,გრეიფრუტი, ფორთოხალი,ბროწეული), სტაფილოს შეგიძლიათ ჩაახეხოთ ვაშლი. ვაზშმად სტაფილოს ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ გრეიფრუტი. რაც შეიძლება მეტი მიიღეთ წყალი და ჩაი (უშაქრო).
3 დღეში შესაძლოა დაახლოებით 3.5 კგ. დაკლება.

ქატოს დიეტა


გასახდომი ქატო უნდა მივიღოთ დღეში 3–ჯერ , 1 სუფრის კოვზი, და უნდა დააყოლოთ1–2 ჭიქა წყალი . სამი საათის განმავლობაში ქატოს მიღებიდან არაფრის ჭამა მიზანშეწონილი არაა და დღიური რაციონი 1200–დან 1300 კკალორიამდე უნდა შემცირდეს. შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი და უცხიმო რძის პროდუქტები. დიეტის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა. დღესდღეობით ქატოს დიეტას დადებითი გამოხმაურებები ახლავს.

შესაძლებელია გამოსასვლელ დღეს ქატოს განტვირთვის მოწყობაც.ამისათვის სამჯერ დღში უნდა მიირთვათ 2 კოვზი ქატო 1 ჭიქა წყალთან ერთად და 1,5 ლიტრი კეფირი დღის განმავლობაში. ასეთი კვება გაააქტიურებს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას და უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ, ხოლო მსგავსი განტირთვა, მხოლოდ 10 დღეში ერთხელ, და გვახსოვდეს: ორგანიზმის შესაძლებლობებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ!!!



1კვირიანი დიეტა


9-10 სთ-ზე  1 ჭიქა წყალგარეული მაწონი.
11-12 სთ-ზე . 100 გრ მოხარშული ხორცი, ან 2 სოსისი ან 100 გრ ხაჭო.
1-2 სთ-ზე  1 ცალი ვაშლი.
3-4 სთ-ზე  15 ცალი ქლიავის ჩირი.
5-6 სთ-ზე   25 გრ შავი შოკოლადი ან 1 ცალი ვაშლი.
7-8 სთ-ზე   1 ჭიქა წყალგარეული მაწონი.
ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა, თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გააგრძელოთ 2 კვირა. შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვით.
1 კვირაში დაიკლებთ 5-7 კგ-ს.

Tuesday, May 1, 2012

თამუნას დიეტა

1. 1ლიტრი რძე და 200 გრამი ხაჭო
2. 2 ცალი სოსისი და 500 გრამი მაწონი
3. 1ცალი იოგურტი და ვაშლი
4. გრეჩიხა და მაწონი
5. ვაშლი და მაწონი
 5 დღეში დაიკლებთ 3 –5 კილომდე