Wednesday, May 9, 2012

სირბილი


სირბილს გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში; დამატებით, კვირაში ორჯერ კი  – ისეირნეთ.
სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა. ასე რომ, ყური უგდეთ საკუთარ სხეულს. ნუ შეუშინდებით მუხლის მაღლა აწევას და ტერფის წინ გაშლას. შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობის შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.
სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ ან სწრაფ სიარულზე გადადით.

No comments:

Post a Comment