Wednesday, May 9, 2012

გერკულესის დიეტა


3 სადილის კოვზი „ჰერკულესი“ ჩაყარეთ მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ყოველ კვებაზე დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალი „ჰერკულესი“. დანარჩენი ნახევარი ხილით უნდა შეავსოთ და მოურიოთ. თუ სიტკბოს გარეშე ვერ მიირთმევთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. 

9 საათზე – ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალ „ჰერკულესში“ აურიეთ 1 ცალი კანიანად გახეხილი „ანტონოვკა“
.
12 საათზე – ამდენივე „ჰერკულესი“ + 1 ცალი წვრილად დაჭრილი გრეიპფრუტი (ცხადია, გაფცქვნილი).

15 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი დაჭრილი ფორთოხალი.

18 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ბანანი.

21 საათზე – „ჰერკულესი“ + 2-3 ცალი დაჭრილი კივი.

გაზაფხულ-ზაფხულში, სასურველია, ეს ხილი სეზონური ხილით ჩაანაცვლოთ. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია კენკრა.

No comments:

Post a Comment