Thursday, April 12, 2012

ბუქნები.. სირბილი.. ცურვა.. საფეხურზე ასვლა


§1. ბუქნები
ბუქნები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარჯიშის ტიპად. სასურველია ვარჯიში გააკეთოთ კედელთან, დადექით ზურგით კედლისკენ, და გააკეთეთ ბუქნი,რაც უფრო მეტად დაეშვებით ქვევით, მით დიდი იქნება დატვირთვა თქვენი დუნდულოებისთვის.
§სირბილი
სირბილიც ასევე ძალიან კარგი საშუალებაა დუნდულების გასამაგრებლად. მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი ადამიანი იყენებს სირბილს წონაში დასაკლებად.ყველაფერი რაც თქვენ დაგჭირდებათ სირბილის დროს ესაა მოხერხებული ფეხსაცმელი და მონდომება.
§
§ცურვა
ბევრი ადამიანი მიმართავს ცურვას იმ მიზეზით, რომ დაიკლოს წონაში და ქონდეს ლამაზი ფიგურა. ეს ძალიან მოხერხებულია თუ თქვენ ცხოვრობთ სადმე მოზრდილი მდინარის/ზღვის/ტბის  ნაპირას, მაგრამ თუ თქვენც ჩემსავით თბილისში ცხოვრობთ დროა სასურველი საცურაო აუზის შერჩევაზე იზრუნოთ.
§საფეხურებზე ასვლა
კიბეზე ასვლა საუკეთესო საშუალებაა გაამაგროთ თქვენი დუნდულები და ამავე დროს დაიკლოთ წონაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი თქვენ შეასრულებთ ამ ვარჯიშებს, არა მხოლოდ დაიკლებთ წონაში,და გაიმკვრივებთ სხეულს  არამედ თქვენი ორგანიზმი მოვა ტონუსში რამდენიმე თვიანი ვარჯიშის შემდეგ.
§

No comments:

Post a Comment